weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სიგარეტის ღერებით გაყიდვა, დახლზე განთავსება და გათამაშება აიკრძალა

16:19 კვირა, 02 სექტემბერი 2018

პირველი სექტემბრიდან სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს რეალიზაციისა და განთავსების ახალი რეგულაციები ამოქმედდა. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის თანახმად, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია და განლაგება ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან. დარღვევაზე ჯარიმა 2 000 ლარია, განმეორებისას კი 4 000 ლარი.

ამ წესიდან გამონაკლია სიგარეტის ასანთები სანთებელა, საფერფლე და პორტსიგარა, რომელზეც არ არის ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან დასახელება; ასევე, აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან მოწყობილობის რეალიზაცია და განლაგება.

აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია შესაბამისი ობიექტიდან მისი სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომთათვის უშუალო მიწოდებით – ე.წ. დრაივ თამბაქო. დარღვევაზე ჯარიმა 2 000 ლარი, განმეორებისას კი 4 000 ლარია.

აკრძალულია სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებიდან 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს რეალიზაცია - ჯარიმა 200 ლარი, განმეორებისას ჯარიმა ორმაგდება. 150 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს თამბაქოს ღერებით ან შეფუთვის გარეშე გაყიდვა, ხოლო სამართალდაღღვევის გამეორების შემთხვევაში ჯარიმა 300 ლარამდე გაიზრდება.

აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია 18 წლამდე პირებზე. სამართალდარღვევა გამოიწვევს 150 ლარით დაჯარიმებას, განმეორებისას კი ჯარიმა 300 ლარია.

იკრძალება ელექტრონული ან მექანიკური აპარატით თამბაქოს რეალიზაცია – ჯარიმა 2000 ლარია, აპარატში არსებული ნაწარმის კონფისკაციით, განმეორებისას კი 400 ლარი, ასევე აპარატში არსებული ნაწარმის კონფისკაციით.

ინტერნეტით ან ფოსტით თამბაქოს რეალიზაციისთვის 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმაა გათვალისწინებული, განმეორებისას კი 4 000 ლარი.

აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების საშუალებით დარიგება ან გათამაშება. სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის, სარეკლამო პროდუქციისა და საშუალების კონფისკაციით.

თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში არანაკლებ A4 ფორმატის ქაღალდზე უნდა განთავსდეს საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება და თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმის მსურველთათვის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი კონსულტაციის მისაღებად, აგრეთვე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 18 წლამდე ასაკის პირისთვის თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მიყიდვა აკრძალულია.

პირველი სექტემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული თამბაქოს ნაწარმი ექვემდებარება შეფუთვისა და დიზაინის კანონით დადგენილ სტანდარტებს, რაც გულისხმობს ძირითადი და დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებების დატანას თამბაქოს ნაწარმის თითოეულ ყუთსა და კოლოფზე.

ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]