weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პირველი არხიდან 150-მდე თანამშრომლის შესაძლო გათავისუფლების გამო აქცია გაიმართება

10:04 ორშაბათი, 03 სექტემბერი 2018
ფოტო: RFE / RF ფოტო: RFE / RF

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირი პირველი არხის შენობასთან დღეს გამაფრთხილებელ აქციას გამართავს. პროფკავშირის განცხადებით, აქციის მონაწილეები სოლიდარობას გამოუცხადებენ მაუწყებლის 150-მდე თანამშრომელს, რომელმაც გასულ კვირაში მენეჯმენტისაგან სამუშაო რეჟიმისა და შრომის ანაზღაურების ფორმის შეცვლის შეთავაზება მიიღო.

პროფკავშირის ინფორმაციით, შეთავაზების მიხედვით იცვლება დასაქმებულების სამუშაო რეჟიმი და კონკრეტულ პოზიციებზე შრომის ანაზღაურების ფორმა.

„თვიური მოჭრილი ხელფასის ნაცვლად მათ სთავაზობენ საჭიროების შემთხვევაში გამოძახების პრინციპით მუშაობას და ანაზღაურებას, რომელიც შესრულებული სამუშაოს მიხედვით განისაზღვრება. შეთავაზებაში გაწერილი არ არის ყოველთვიურად შესასრულებელი სამუშაოს ზღვრული ლიმიტი და გრაფიკი, ხოლო ტელევიზიის ადმინისტრაცია არ იძლევა იმის გარანტიას, რომ თუნდაც ერთხელ მაინც გამოიძახებს რომელიმე თანამშრომელს სამსახურში. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, თანამშრომლების სამუშაოდან გათავისუფლებაა და არა ახალი შეთავაზება, რომელიც, კანონის მიხედვით, არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას“, - ნათქვამია პროფკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაცია დასაქმებულებს მოქმედი ხელშეკრულების შეწყვეტით ემუქრება.

„არგუმენტები ბუნდოვანია. სრულიად გაუგებარია, რა ნიშნით მოხდა ამ თანამშრომლების შერჩევა. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულებმა რამდენჯერმე მოითხოვეს ადმინისტრაციასთან შეხვედრა, რომ უფრო დეტალური განმარტებები მიეღოთ შეთავაზების შესახებ, მენეჯმენტი უარს ამბობს მათთან შეხვედრაზე. ასევე მოთხოვნის მიუხედავად, პროფკავშირი დღემდე არ არის ჩართული პროცესში. ჩვენთვის, საზოგადოებივი მაუწყებლის თანამშრომლებისთვის მისაღები არ არის კომუნიკაციის ის ფორმა, რომელსაც დღეს არხის მენეჯმენტი თანამშრომლებთან იყენებს“, - აცხადებენ პროფკავშირში.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა თანამშრომლებს განუმარტოს რა იგულისხმება ახალ შეთავაზებაში, რა გახდა თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულებების არსებითად შეცვლის მიზეზი და რა ნიშნით შეირჩნენ ის დასაქმებულები, რომელთა შრომითი ხელშეკრულებებიც უნდა შეიცვალოს.

ფროფკავშირის განცხადებით, მათი და მაუწყებლის თანამშრომლების ჩართულობით უნდა მოხდეს იმ სტანდარტების ჩამოყალიბება, რომელიც დასაქმებულების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას არ გააუარესებს იმის მიუხედავად რა ცვლილება შევა მათ შრომით ხელშეკრულებაში. აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა, პროცესებში საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირის ჩართვაც იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]