ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით დილი 8 საათზე მოხდა. მგზავრი, 40 წლამდე მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა, დაშავებულები კი გორში, სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ და გორის ჰოსპიტალში საშუალო სიმძიმის ტრავმებით გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.