weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აშშ-ში დაკავებული ავთანდილ ხურციძის სასამართლო დღეს გაიმართება

12:23 პარასკევი, 09 ივნისი 2017

მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი გუშინ გადაიდო და დღეს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე (თბილისის დროით 20:00 საათზე) გაიმართება.

„ყველაფერი ნორმალურად და მშვიდად არის. სანამ ყველაფერი გაირკვევა, საჭიროა ოთხი ადამიანი მას თავდებში ჩაუდგეს. ეს ოთხი ადამიანი უნდა იყოს ლეგალურად ამერიკის შეერთებულ შტატებში და კარგი სამსახურით. ხვალ 12:00 საათზე იქნება კიდევ სასამართლო და კარგი იქნება, ვინც გამოთქვამს სურვილს თავდებში ჩაუდგეს ავთანდილ ხურციძეს. თვითონ დამნაშავედ თავს არ მიიჩნევს. ლევან მაყაშვილზეც იგივე სიტუაციაა. სპორტსმენი ბიჭები არიან უდანაშაულოები“, - აღნიშნავს მერაბ დვალიშვილი.

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს სპორტსმენი. ხურციძე აშშ-ში 7 ივნისს გაემგზავრა, რათა 8 ივლისს დაგეგმილი ბრძოლისთვის მომზადებულიყო.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ნიუ-იორკში სულ 33 ადამიანი დააკავეს. დაკავებულ 15 ქართველს შორის არიან: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.

დაკავებულებს ბრალად ედებათ რუსული კრიმინალური დაჯგუფების წევრობა, რომელსაც ე.წ. კანონიერი ქურდი, რაჟდენ შულაია და ზურაბ ჯანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. ამ დაჯგუფების საქმიანობა რეკეტს, ძარცვას, მკვლელობას, თაღლითობას, ნარკოტიკების გავრცელებასა და იარაღის უკანონოდ ტარებას მოიცავდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]