საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 250 კვ.მ. საცხოვრებელი ფართობი, ასევე, დამხმარე ნაგებობები. მათივე ცნობით, ცეცხლის სწრაფი გავრცელება ძლიერმა ქარმა გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.