ექიმების თქმით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მისვლის დროს ქალი კონტაქტური იყო, თუმცა მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა.
დაშავებული ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ბათუმში ბინადრობის მოწმობის საფუძველზე ცხოვრობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.