როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რუსეთის მოქალაქეები აეროპორტიდან და სახმელეთო საზღვრიდან გააბრუნეს უკან.
გადამდგარი პოლკოვნიკი ვიქტორ ლიტოვკინი რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის სამხედრო მიმომხილველია. ალექსეი ტოკარევი მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (МГИМО) გლობალური პრობლემების ცენტრის თანამშრომელია, გენადი ბორდიუგოვი კი რუსი საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტია.
მედიაფორუმის და მისი მონაწილეების შესახებ ინფორმაცია გუშინ მედიის განვითარების ფონდმა გამოაქვეყნა. სტატიაში აღნიშნულია, რომ „საერთაშორისო სამხრეთ კავკასიური მედიაფორუმი“ 4-7 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო Vere Palace-ში გაიმართება და მისი თემაა „მედიის როლი რეგიონში ნდობის განმტკიცებაში“. მედიაფორუმის ორგანიზატორები არიან რუსული პოლიტოლოგიური ცენტრი „ჩრდილოეთი-სახმრეთი“, პრეს-კლუბი „თანამეგობრობა“ და ქართულენოვანი პრო-რუსული გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“. ღონისძიება რუსეთის საპრეზიდენტო ფონდის მხარდაჭერით იმართება.