„ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველები ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ცეცხლის დიდ ტერიტორიაზე გავრცელების აღსაკვეთად, ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება ხდება“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

			
		
		
	      
	      
	      






























					
					
					
					
					
					
 