აფეთქება დილით მოხდა. დაშავებულები ქუთაისის და ზუგდიდის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 124-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.