მინისტრის ინფორმაციით, მისი ინიციატივით შსს-ს აკადემიაში უკვე შემუშავებულია გადამზადების სპეციალური კურსი, რომელსაც თითოეული პოლიციელი გაივლის. კურსი პრაქტიკულ და თეორიული სწავლებას, აგრეთვე ტაქტიკურ მომზადებას გულისხმობს, ბოლო ეტაპი კი საკვალიფიკაციო გამოცდა იქნება.
„კურსის დასრულების შემდგომ ყველა ჩააბარებს გამოცდას სამივე კომპონენტში. ვინც ვერ შეძლებს გამოცდის ჩაბარებას ორ ცდაზე, ბოდიშის მოხდით და მადლობის გადახდით, დავემშვიდობებით. მათ ჩაანაცვლებენ კადრები, რომლებიც არიან ახალგაზრდები, მოტივირებულები, ნასწავლი და რაღა თქმა უნდა გავლილი აქვთ სპეციალური მომზადების კურსი“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
დაგეგმილი რეფორმები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მინისტრმა დედაქალაქისა და რეგიონების საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებთან თათბირზე გააცნო.