აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ბავშვი დედათა და ბავშვთა ცენტრშია მოთავსებული, დაშავებულ ქალსა და მამაკაცს კი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობენ. ექიმების თქმით, პაციენტებს სხეულზე საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული მუშა საქართველოს მოქალაქეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო წარმოებისას წესების დარღვევას გულისხმობს.