weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარიხუანას დათესვა-მოყვანის ბრალდებით გურიაში პატრულ-ინსპექტორი დააკავეს

17:18 ხუთშაბათი, 06 სექტემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გურიაში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული პატრულ-ინსპექტორი დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში, დაკავებული გ.ტ.-ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან დათესილი 14 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე – კანაფი, დამხმარე სათავსოდან ერთი ძირი, ხოლო სახლის მანსარდიდან დიდი ოდენობით გასაშრობად გამზადებული კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილების შედეგად სასჯელი მხოლოდ მარიხუანას მოხმარებაზე გაუქმდა.

 

ამ თემაზე:

მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა – შსს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]