weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

კავკასიის უნივერსიტეტი კახეთში ღვინის სკოლის გახსნას გეგმავს

19:16 ხუთშაბათი, 06 სექტემბერი 2018

კავკასიის უნივერსიტეტი აგრარული მიმართულების განვითარებას და კახეთში ღვინის სკოლის გახსნას გეგმავს. სკოლა სტუდენტებს პროფესიულ, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს შესთავაზებს. უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოხდება.

კახეთში ღვინის სკოლის გახსნის შესახებ გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სკოლისთვის შენობა გურჯაანში აშენდება, სასწავლო პროცესი კი მაქსიმუმ 2020 წლიდან დაიწყება.

„კავკასიის უნივერსიტეტმა კვლევა ჩაატარა, რომლის საფუძველზეც კახეთში ღვინის სკოლის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. გურჯაანში მსგავსი უმაღლესი სასწავლებლის გახსნა ჩემი ინიციატივა იყო, რაც კავკასიის უნივერსიტეტის გეგმებს დაემთხვა და პროცესი უფრო დაჩქარდა. პირველ ეტაპზე იქნება ღვინის სკოლა, შემდეგ კი შესაძლოა სხვა დარგებიც დაემატოს. დღეს აგრარული მიმართულება მხოლოდ „თავისუფალ უნივერსიტეტს“ აქვს და ისიც თბილისში. რეგიონებში ასეთი დონის უმაღლესი სასწავლებელი ფაქტობრივად არ არსებობს. კახეთი მეღვინეობა-მევენახეობის მხარეა და შესაბამისად, აქ ასეთი უნივერსიტეტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - უთხრა დავით სონღულაშვილმა „რეგინფოს“.

მაჟორიტარის ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროგრამებს ადგილობრივი, თბილისიდან და უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები გაუძღვებიან.

„უნივერსიტეტს თანხის ნაწილი უკვე მობილიზებული აქვს. სკოლის შენობის ასაშენებლად რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ და საბოლოო გადაწყვეტილებას სექტემბრის ბოლოს მიიღებენ“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

დღეისათვის კახეთში მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რეგიონში მოქმედ ორ კოლეჯშია შესაძლებელი. თელავის უნივერსიტეტში სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება საბაკალავრო პროგრამა „სასურსათო ტექნოლოგია“, რომელიც ღვინის მარკეტინგს და ღვინის წარმოების ტექნოლოგიასაც მოიცავს. უნივერსიტეტს მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაც აქვს.

კავკასიის უნივერსიტეტი 2009 წელს დაფუძნდა და შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის, ახალი კინოს, ეკონომიკის სკოლებისგან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]