weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ხელისუფლებას სურს ხელში ჩაიგდოს ტელეკომპანია „იბერია“ - ხუზმიაშვილი

15:51 პარასკევი, 07 სექტემბერი 2018

ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ვახო ხუზმიაშვილის განცხადებით, ტელევიზიის მუშაობა სერიოზული საფრთხის ქვეშ არის, რადგან პარალიზებულია კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც ტელეკომპანია შედის.

„იბერიას“ ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორედ უწევს საგანგებო განცხადების გავრცელება. ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გააჩერა „ომეგა ჯგუფი“. ჩვენ, ჟურნალისტებს გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ხდება საგანგებოდ, რომ აღარ ისმოდეს ჩვენი ეთერიდან კრიტიკული აზრი. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანია დახუროს ტელეკომპანია „იბერია“ და ვეღარ მოვახერხოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობის გაგრძელება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ „ომეგა ჯგუფზე“ ხდება ზეწოლა, რათა ხელში ჩაიგდონ „იბერია“. ჩვენ, ჟურნალისტები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს დარტყმა დამოუკიდებელ მედიაზე და მიეცეს მუშაობის საშუალება „ომეგა ჯგუფს“. მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს, არასამთავრობოებსა და ჩვენს კოლეგებს, დაგვიჭირონ მხარი, რომ არ შეწყვიტოს ტელეკომპანიამ მაუწყებლობა“, - აღნიშნა ხუზმიაშვილმა.

ტელეკომპანიის დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის განმარტებით, „მთავრობა, სახელმწიფო არ არის კრიმინალების ბანდა, რომლითაც შეიძლება შეაშინო ქართველი ადამიანი და საქართველოს მოქალაქე“.

„უხილავი ძალები აღარ შეიძლება დაერქვას იმ ძალებს, რომლებიც „ომეგაზე“ ზემოქმედებენ. ეს არის ფინანსური ბერკეტები, სასამართლო და სამართალდამცავები, მთელი პირამიდა. ეს არის ყველა ქართველისთვის და მოქალაქისთვის აუცილებელი მისია, რომ დავიცვათ თავისუფალი მედია, ტელევიზია და არ მივცეთ საშუალება არცერთ ბანდას, რაც არ უნდა სახელმწიფო და თანამდებობა ერქვას, ხელი აღმართოს თავისუფალ მედიაზე“, - განაცხადა „ომეგა ჯგუფის“ მესაკუთრემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ზაზა ოქუაშვილმა.

„იბერიას“ ჟურნალისტებმა ხელისუფლების მხრიდან „ომეგა ჯგუფსა“ და ტელეკომპანიაზე ზეწოლის შესახებ პირველად მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადეს. მაშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეს ბრალდებები კატეგორიულად უარყო და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მედიაზე ზეწოლის შესახებ ბრალდებები სრული აბსურდია“.

„ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი ლევან აღდგომელაშვილი განმარტავდა, რომ კომპანიას 100-მილიონი დოლარის ზიანი მიადგა მულტინაციონალური კომპანია British American Tobacco-ს მიერ კონკურენციის კანონების დარღვევის შედეგად. მისივე თქმით, სასამართლომ მათთვის მიყენებული ზიანი აღიარა, თუმცა ანაზღაურება არავისთვის დაუკისრებია. British American Tobacco-ს კორპორატიული მენეჯერი ზვიად სხვიტარაძე კომპანიის მიმართ ბრალდებებს უარყოფს. ის ამბობს, რომ სასამართლო დავა აბსურდული იყო და 100 მილიონიანი ზარალი „ომეგა ჯგუფს“ არ მიუღია. 

ტელეკომპანია „იბერიას“ მესაკუთრე შპს „ბენმონტია“. თავის მხრივ „ბენმონტის“ მესაკუთრები არიან რატი ოქუაშვილი (50%) და გიორგი ოქუაშვილი (50%), რომლებიც „ომეგაჯგუფის“ მფლობელის ზაზა ოქუაშვილის შვილები არიან. მისი მეუღლე ნატო ჩხეიძე საარჩევნო ბლოკიდან „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ საქართველოს პარლამენტის წევრია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]