საზეიმო ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და ყოფილი აღმოსავლეთ სარდალი შავლეგო ტაბატაძეც ესწრებოდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ ბრიგადის გენერალ შავლეგო ტაბატაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ახლად დანიშნულ სარდალს, პოლკოვნიკ ალექსანდრე კიკნაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1991 წლიდან მსახურობს.
2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მეთაური შავლეგო ტაბატაძე იყო. 20 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად დანიშნა.