weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარულზე შესაძლოა ჯარიმა დაწესდეს

11:09 შაბათი, 08 სექტემბერი 2018

საქართველოში, საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარულზე, შესაძლოა, 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დაწესდეს. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებების შეტანის ინიციატივით პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ემზარ კვიციანი გამოდის.

კანონპროექტის მიხედვით, სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; განმეორებით იგივე ქმედების ჩადენისთვის კი ჯარიმის ოდენობა გასამმაგდება. ამასთან, აკრძალვა საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლებზე არ გავრცელდება.

„აღნიშნული სამოსელი არ იძლევა პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას, გარდა ამისა, შეიცავს საფრთხეებს ტერორიზმის კუთხით. ევროპის ქვეყნებში ამ კუთხით უკვე მოქმედებს აკრძალვები. კერძოდ, ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული აკრძალულია: ჰოლანდიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ბულგარეთში და ლატვიაში. მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ამ ქვეყნების რიცხვს დანიაც შეუერთდა“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

ემზარ კვიციანის კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე ჯერ არ განუხილავთ.

კანონპროექტის ავტორი „დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის“ ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძეა. ტომარაძე კვიციანის მიერ ინიცირებული იმ კანონპროექტების ავტორიც იყო, რაც 12 აგვისტოს უქმე დღედ გამოცხადებას და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სასჯელის დაწესებას ითვალისწინებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]