weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნარკოდანაშულში ბრალდებულ რეპერებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

20:30 პარასკევი, 09 ივნისი 2017
ფოტო „ბირჟა მაფიის“ ვიდეოდან ფოტო „ბირჟა მაფიის“ ვიდეოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ რეპერებს მიშკა მგალობლიშვილსა (Young Mic) და გიორგი ქებურიას (Kay G) წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.

მიშკა მგალობლიშვილის განმარტებით, მათი დაკავება უკავშირდება „ბირჟა მაფიის“ მუსიკალურ კლიპს, რომელშიც რეპერებმა პოლიციელი გააშარჟეს. მგალობლიშვილი აღნიშნავს, რომ დაკავების დროს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და აიძულებდნენ ეღიარებინა, რომ მას ეკუთვნოდა. მიშკა მგალობლიშვილი ბრალს არ აღიარებს.

თავს დამნაშავედ არ ცნობს „ბირჟა მაფიის“ მეორე დაკავებული წევრი გიორგი ქებურიაც, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ის ბრალს აღიარებდა.

შსს-ს განცხადებით, სამართალდამცავებმა მიშკა მგალობლიშვილის პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გიორგი ქებურიას ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]