როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტოში უთხრეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, სომხეთის მოქალაქე 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. დაშავდა ავტომობილში მყოფი, ასევე სომხეთის მოქალაქე, სამი მგზავრი, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანია. სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო სატვირთო მანქანის მძღოლმაც.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები დუშეთის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.