weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

როგორია აზიური ფაროსანას გავლენა თხილის მოსავლის ხარისხზე

20:49 ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018

„წელს აზიური ფაროსანას წილი თხილის მოსავლის დაზიანებაში დაახლოებით 10%-ია“, -განაცხადა  სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ხიდაშელმა. მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, თხილის კულტურა წელს ძირითდად სოკოვანმა დაავადებებმა დააზიანა.

მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბმა დასავლეთ საქართველოში თხილის  8 000-ზე მეტი ნიმუში შეაგროვა. ფიტოსანიტარული მდგომარეობის შესწავლით დადგინდა თუ რამდენად დიდი იყო განსხვავება შეუწამლავ და აგროკალენდრის წესებით გათვალისწინებული ღონისძიებებით დაცულ მოსავალს შორის.

„100 თხილიდან გარკვეული რაოდენობა არის დაზიანებული და დაზიანებულიდან ფაროსანას წილი 10-12% იყო. ხოლო დანარჩენი, რაც ჩვენ ვნახეთ, ძირითადად იყო სოკოვანი დაავადებებით გამოწვეული დაზიანებები და სიდამპლეები“ -  განაცხადა ზურაბ ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ნიმუშებზე დაკვირვება ამ დრომდე მიმდინარეობს. სამეცნიერო კვლევითი ცენტრი საბოლოო დასკვნას ოქტომბრის დასაწყისში გამოაქვეყნებს.

 

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]