weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხარაგაულის მერიამ დოღში გამარჯვებულები ქერით დააჯილდოვა

11:25 ორშაბათი, 10 სექტემბერი 2018
ფოტო: ხარაგაულის მერია ფოტო: ხარაგაულის მერია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ხიდრისა და კიცხის მცხოვრებლების ინიციატივით და მერიის ააიპ „სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით გამართულ დოღში გამარჯვებულებს საჩუქრად ქერი გადასცეს.

მერიის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დოღში 35-მდე ცხენოსანი მონაწილეობდა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე და მისი მოადგილეებიც ესწრებოდნენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისგან პირველ ადგილზე გასულ ავთო ფოფხაძეს (კიცხი) 200 კგ ქერი გადაეცა, მეორე ადგილის მფლობელ გიორგი არევაძეს (საღანძილე) - 100 კგ, ხოლო მესამე ადგილზე გასულ ნიკა ბერაძეს - 50კგ. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს საკრებულოს, ასევე ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, მერიის კულტურის სამსახურისა და ხიდრის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებმა“, - აღნიშნულია ხარაგაულის მერიის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ერთი კილოგრამი ქერი საშუალოდ 40 თეთრი ღირს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]