weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

შაკირასა და პიკეს სახლი სავარაუდოდ ქართველმა ე.წ. კანონიერმა ქურდმა გაქურდა

13:34 ორშაბათი, 10 სექტემბერი 2018

ესპანეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ გოჩა მაისურაძე, მეტსახელად „გოგიტა“, თანამზრახველებთან ერთად დააკავეს. გამოცემა Estrella Digital-ის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ მაისურაძის მიერ კონტროლირებადი კრიმინალური ჯგუფები ხმელთაშუა ზღვის პირას ძვირადღირებულ სახლებს ქურდავდნენ.

„იმ ბანდებისგან, რომლებიც მის ტერიტორიაზე თვითნებურად მოქმედებდნენ, „გოგიტას“ ნაქურდალის გაყიდვიდან მიღებული თანხის 50%-ს უხდიდნენ. მათ, ვინც არ იხდიდა, „გოგიტა“ სჯიდა. შურისძიება, ცემა, გატაცება და წამება ეს იყო მისი პასუხი“, - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ გამორიცხული არ არის, ერთ-ერთმა ჯგუფმა, რომელსაც ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი აკონტროლებდა, გასული ზაფხულის დასაწყისში ფეხბურთელ ჟერარ პიკესა და მომღერალ შაკირას ბარსელონაში მდებარე სახლიც გაქურდა.

სასამართლომ მაისურაძე და მასთან ერთად დაკავებულ რვა პირს პატიმრობა შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]