როგორც გაირკვა, „ალი და ნინოს“ ქანდაკებაზე კონსტანტინე („ჩაქუჩა“) ედიბერიძე იყო ასული. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა ქანდაკებაზე ასვლა, მან თქვა, რომ „პოლიცია თავისუფლებას უზღუდავს“.
თერჯოლის მუნიციპალუტეტის სოფელ ჭოგნარში მცხოვრები კონსტანტინე ედიბერიძე მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისი ეზოდან 30 ძირი მარიხუანას მოთხრასა და წაღების გამო პოლიციას დაუპირისპირდა.