weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ცესკომ პრეზიდენტობის კანდიდატებს საარჩევნო ნომრები მიანიჭა

09:27 სამშაბათი, 11 სექტემბერი 2018

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა. პარტია ევროპული საქართველოს კანდიდატის, დავით ბაქრაძის საარჩევნო ნომერია 2, ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშიას კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის - 5, ხოლო ლეიბორისტული პარტიის კანდიდატის, შალვა ნათელაშვილის - 10.

დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერი 48 იქნება, ზურაბ ჯაფარიძის („გირჩი“) - 36, დავით უსუფაშვილის - 25, გიორგი შენგელიას - 43, თემურ შაშიაშვილის - 65, გიორგი ანდრიაძის - 51 და ა.შ.

პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის მიზნით ცესკოს 46-მა საარჩევნო სუბიექტმა/საინიციატივო ჯგუფმა მიმართა. პარტია „წმინდა ილია მართლის საზოგადოებას“ და საინიციატივო ჯგუფს არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატის წარდგენაზე უარი ეთქვათ.

ცესკოს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ნომრების მინიჭება, ყველა კანდიდატის საბოლოო რეგისტრირებამდე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და კანდიდატების ხელშეწყობის მიზნით მოხდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]