„ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, გამოფენაზე კოზენცას მერის პორტრეტიც იყო წარმოდგენილი. მერები ქუთაისელმა მხატვარმა ლევან გოგიტაძემ დახატა.
ქუთაისელ მხატვართა ჯგუფი კოზენცაში 26 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით იმყოფებოდა და ვორქშოპში იღებდა მონაწილეობას. 16 მხატვრის მიერ ორი კვირის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები კოზენცაში დარჩა და თანამედროვე ხელოვნების გალერეაში გამოიფინება.
ვორქშოპი ქალაქ კოზენცას მერიის პროექტის ფარგლებში, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.