weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მარტოც რომ დავრჩე, ბრძოლას გავაგრძელებ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

23:58 სამშაბათი, 11 სექტემბერი 2018

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის წინ მომხდარ ინციდენტს, რის შემდეგაც ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი გეგმები არ შეუცვლია.

მაჩალიკაშვილის თქმით, მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა ძალაში რჩება.

„პარლამენტის შენობის წინ მომხდარ ინციდენტს ჩვენი გეგმები არ შეუცვლია და არც შევიცვლით. რაც შეეხება ულტიმატუმს, გუშინ გაკეთებულ განცხადებას, ის ძალაში რჩება. იგივე პოზიციაზე ვრჩები, თუნდაც მარტო ვიყო. დღეს კინაღამ ზაზა გამომეცალა ხელიდან. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო. მარტოც რომ დავრჩე, მაინც გავაგრძელებ ბრძოლას. ხალხის იმედით ვარ. ვფიქრობ, საზოგადოება გვერდში დამიდგება. გუშინ და დღეს ნაკლები ხალხი იყო, ხვალ და ზეგ ალბათ გამოვლენ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს, რომელიც მეორე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს, პარლამენტის შენობის წინ სამართალდამცველებმა კარვის გაშლის უფლება არ მისცეს, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.

ამ დროისთვის ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც ინგოროყვას კლინიკის ექიმმა გიორგი გაფრინდაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, პაციენტს დამატებითი გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს, რის შემდეგაც გადაწყდება მისი კლინიკიდან გაწერის საკითხი.

ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გუშინ განაახლეს. სარალიძემ მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. მან მთავრობას გადადგომისთვის 24-საათიანი ვადა მისცა, რომელიც უკვე ამოიწურა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]