weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზურაბ გორნაკაშვილს 13 წლით, ბადურ ჩოფანაშვილს კი 3 წლით პატიმრობა მიესაჯა

20:28 ოთხშაბათი, 12 სექტემბერი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე ბრალდებულები - ზურაბ გორნაკაშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი დამნაშავეებად ცნო. მათ ბრალად წინასწარი შეცნობით, ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევა, ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემა და რესურსებით უზრუნველყოფა ედებოდათ.

სასამართლოს განცხადებით, საქმე ეხება 2017 წლის 21 ნოემბერს, თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარ ტერორისტულ აქტს, რა დროსაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრებმა ააფეთქეს ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღებიდან სამართალდამცავების მიმართ ინტენსიური ცეცხლი გახსნეს.

საქმის მასალების თანახმად, გორნაკაშვილი და ჩოფანაშვილი ტერორისტული ორგანიზაციის წევრს ახმედ ჩატაევს საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში დაეხმარნენ. სასამართლოს განცხადებით, ბრალდებულები ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს სხვადასხვა სახის მომსახურებას უწევდნენ, კერძოდ, ამარაგებდნენ საკვები პროდუქტებით, ეხმარებოდნენ მობილური ტელეფონებისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენაში.

დახურულ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ზურაბ გორნაკაშვილის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებებიც, რომელიც ბრალდებულმა ზურაბ გორნაკაშვილმა დღევანდელ სხდომაზე უდაოდ ცნო. გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ზურაბ გორნაკაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ბადურ ჩოფანაშვილის აღიარებითი ჩვენების საფუძველზე, სასამართლომ მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც ბადურ ჩოფანაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით. ჩოფანაშვილი 8 წლიდან 3 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]