ექიმების ინფორმაციით, პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აქვს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ბათუმში საფეხბურთო სტადიონს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ანგი“ აშენებს. მშენებლობა 2018 წლის იანვარში დაიწყო და სამუშაოების დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.