weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისში დაკავებული რეპერების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

19:21 შაბათი, 10 ივნისი 2017
თბილისში დაკავებული რეპერების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს ფოტო © ლიბერალი

ჰიპ-ჰოპ პროექტის „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავების გამო თბილისში საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ და პარლამენტის ძველი შენობისკენ მსვლელობას აწყობენ. აქციაზე შეკრებილები სკანდირებენ „ხალხთან ომი დასრულდეს“ და „სისტემა ყარს“. ისინი რეპერების გათავისუფლებას, ნარკოპოლიტიკის შეცვლას და პოლიციის რეფორმის გატარებას ითხოვენ.

აქციია მონაწილეები რეპერების, მიშკა მგალობლიშვილის (Young MIC) და გიორგი ქებურიას (Kay G) დაკავებას აპროტესტებენ. როგორც რეპერები ამბობენ, მათი დაკავების მიზეზიკლიპია, სადაც პოლიციელი ჰყავთ გაშარჟებული.

რეპერები პოლიციამ სამი დღის წინ დააკავა, გუშინ კი თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მიშკა მგალობლიშვილის პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გიორგი ქებურიას ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]