მონაწილეები შეისწავლიან ავტობუსის მართვასთან დაკავშირებულ თეორიულ მასალას; გამოიმუშავებენ ავტობუსის მართვისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს; მიიღებენ ყველა იმ დამატებით ინფორმაციას, რომელიც საჭიროა ავტობუსის მძღოლად მუშაობისთვის (პირველადი დახმარება, კანონმდებლობა, მგზავრთა უსაფრთხოება და სხვა); ჩააბარებენ საქართელოს კანონმდებლობით განსაზღვრულ D კატეგორიის მართვის მოწმობის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.
სასწავლო კურსი განკუთვნილია 25 ქალისთვის. კურსთან დაკავშირებული ხარჯი, მათ შორის, მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულებაც დაიფარება ავტოსკოლის მიერ.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები დასაქმდებიან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არსებულ ვაკანსიებზე.
სასწავლო კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: არის საქართველოს მოქალაქე; შეუსრულდა 24 წელი; აქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა; აქვს B კატეგორიის ავტომანქანის მართვის სამწლიანი გამოცდილება და არ ჰქონია სერიოზული დარღვევები (ავარია, მოწმობის ჩამორთმევა და ა.შ.); მზადაა სასწავლო კურსში მონაწილეობა მიიღოს ოქტომბერში; მზადაა დაესწროს კურსს მთლიანად და ბოლოს ჩააბაროს შესაბამისი გამოცდა; მზადაა დასაქმდეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, კომპანიის მხრიდან შეთავაზების მიღებისთანავე;
კანდიდატთა შერჩევის პროცესში, უპირატესობა მიენიჭება გამოცდილების ხანგრძლივობას.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 21 სექტემბერი. დამატებით ინფორმაციას გაეცანით თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდზე.