weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საზღვრები ვერ დაგვიცავს და მარიხუანას პლანტაციებს დავიცავთ? - მეუფე იაკობი

10:48 ხუთშაბათი, 13 სექტემბერი 2018

„საზღვრები ვერ დაგვიცავს და პლანტაციებს დავიცავთ, სადაც მილიარდების საქონელი იქნება? უცხოეთის ქვეყნები და ჩვენთან ახლოში მყოფი რუსის ჯარი არ შეეცდება, რომ ნადავლი ხელში ჩაიგდოს?“ - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, „გარკვეულმა პირებმა ფულის დათვლა რომ იციან, ეროვნულ უსაფრთხოებაზე იფიქრონ - როგორც ხალხზე, ასევე ტერიტორიებზე“.

„სადაც ამდენი გავიჭირვეთ, ამდენი წელია გაჭირვებაში ვცხოვრობთ, კიდევ გავიჭირვოთ და ეკონომიკა სხვა მხრივ განვავითაროთ. ეს ადამიანები ფიქრობდნენ ეროვნულ უსაფრთხოებაზე? ავღანეთს რა დამართა ნარკოტიკებმა ვხედავთ, იმ სამკუთხედს საერთოდ, სირიაში რა ხდება, კოლუმბიაში რა ხდება?! ან ჯარი უნდა გვყავდეს ძლიერი, სამწუხაროდ არ გვყავს.

საზღვრები ვერ დაგვიცავს. გარეჯში ვიყავი, სანამ მონასტერში წავიდოდი, უდაბნოს მხარეს და ოფიციალურად ჩვენს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის მესაზღვრეები დგანან. ეს ვერ დაგვიცავს და პლანტაციებს დავიცავთ, სადაც მილიარდების საქონელი იქნება?

უცხოეთის ქვეყნები და ჩვენთან ახლოში მყოფი რუსის ჯარი არ შეეცდება, რომ ნადავლი ხელში ჩაიგდოს? მოდით, შევხედოთ ეროვნული უსაფრთხოების კუთხით. ფულის დათვლა რომ იციან, ეროვნულ უსაფრთხოებაზე იფიქრონ, როგორც ხალხზე, ასევე ტერიტორიებზე.

როდესაც შევალთ ნატო-ში და ევროკავშირში და ძლიერი დასაყრდენი გვეყოლება, მერე შეიძლება რაღაცეებზე იფიქრო ადამიანმა. დღეს, როდესაც ასე გაჭირვებული ხარ და მარტო სიტყვას შეგვაშველებენ, არავინ იფიქროს, რომ ჩვენს გამო დიდი ქვეყნები ერთმანეთს ომს გამოუცხადებენ. როგორღაც უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ არა ნარკოტიკებით.

ეკლესია დიდი ხანი დუმდა, ალბათ, ბევრმა იფიქრა, რაღაც პროცესები მიმდინარეობდა და დავსუსტდით, თუ ვინმეს აინტერესებს ჩვენი ძალა, არავის ვემუქრები, მაგრამ ნახავენ ჩვენს ძალას.

ბოდიშს ვიხდი ასეთი საუბრისთვის, მაგრამ ჩემი ერის ღალატს არავის ვაპატიებ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისთვის.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განმარტებით, უნდა შეიქმნას სპეციალიზებული სააგენტო, რომლის ფარგლებში მოხდება, როგორც სალიცენზიო პირების დადგენა, კონკრეტულ შემთხვევებსა და კონკრეტულ პირობებში, ასევე, სხვადასხვა საქმიანობაზე იქნება სხვადასხვა ლიცენზია. „ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ წარმოება, შეიძლება იყოს მოყვანა, წარმოება, გადამუშავება და ა.შ. ეს უნდა იყოს მკაცრად რეგულირებადი საქმიანობა, რომელსაც ეყოლება თავისი რეგულატორი, სადაც უმკაცრესი და რაც მთავარია, ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები იქნება აბსოლუტურად ღია, ტრანსპარენტული და ყველასთვის გასაგები. ამისთვის იქმნება სააგენტო, რომელმაც უნდა განსაზღვროს ტარიფები, ლიცენზიის საფასური, იმ კონკურსის სახეობები, რომლითაც ეს ლიცენზიები უნდა გაიცეს და ა.შ.“

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]