აღნიშნული მუხლი ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.
„ჩემი ძაღლები ჩამოვახრჩე, სხვისი ხომ არა, რას მედავებიან? მეზობლები მეჩხუბებოდნენ, მოაშორე აქედან, წიწილებს ჭამენო. ჯერ უღელტეხილზე წავიყვანე და იქ გავუშვი, მაგრამ უკან მოვიდნენ. მერე გავუკეთე მავთული, წავიყვანე ტყეში, ერთიც ხეზე ჩამოვკიდე და მეორეც. თავში ქვა ჩავარტყი და წამოვედი“, - ამბობს ვალერი გელაშვილი.
ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე ხეზე ჩამომხრჩვალი ძაღლები რამდენიმე დღის წინ რეინჯერებმა ნახეს და პოლიციას შეატყობინეს.