weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თელავის ცენტრალური საავადმყოფო პაციენტებს ოპერაციებს სხვადასხვა მეთოდით სთავაზობს

18:02 ხუთშაბათი, 13 სექტემბერი 2018

თელავის ცენტრალური (რაიონული) საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში ტარდება ყველა სახის მწვავე და გეგმიური ოპერაციები, მათ შორის - ლაპარასკოპიული ოპერაციები („დახურული წესით“): ქოლეცისტექტომია, თიაქარკვეთა, აპენდექტომია, ოპერაციები ნაწლავებზე.

ტარდება ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე (ჩიყვზე), სისხლძარღვებზე, თიაქარკვეთები ბადით, ასევე პროქტოლოგიური ოპერაციები (ბუასილი, სწორი ნაწლავის ფისტულა, დერმოიდული კისტა), ასევე წარმატებით ფუნქციონირებს ყბა-სახის ქირურგია.

დანერგილია ოპერაციები ე.წ. „ლიგაშუს“ მეთოდით, რაც შესამჩნევად ამცირებს საოპერაციო დროს. სტაციონარში ტარდება ყველანაირი ტრავმატოლოგიური ოპერაციები, მათ შორის - მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სტაციონარში დასაქმებულია ადგილობრივი კადრი, მკურნალი ექიმი ადგილზე ზრუნავს და მკურნალობს პაციენტს, ამიტომ არ ხდება მისი გადაბარება სტაციონარის სხვა მომსახურე პერსონალზე.

სტაციონარი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში.

ქირირგიული განყოფილების ხელმძღვანელი: ალექსი ხუმარაშვილი ტელ: 593 334 265

ქირურგები: გია ოქროპირიძე 555 215 225; გიორგი გოგინაშვილი 558710 787; ყბა-სახის ქირურგი პაატა მოურავიძე 593 317 842; ტრავმატოლოგი ნუკრი ელიზბარშვილი 574 038 778.

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ინფორმაცია [R]

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]