weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ და ზაზა სარალიძემ ერთმანეთს აგინეს

12:00 შაბათი, 15 სექტემბერი 2018
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც სოფელ ხელთუბანთან გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 19 წლის თორნიკე მერებაშვილის საქმის ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ და ზაზა სარალიძემ ერთმანეთს აგინეს.

14 სექტემბერს თორნიკე მერებაშვილის მშობლებისა და თანასოფლელების აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ჩავიდა. სარალიძესთან ერთად აქციას პანკისის ხეობაში სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი და გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძეც შეუერთდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც საკრებულოს თავმჯდომარე მომიტინგეებთან გავიდა და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ აქციის ის მონაწილეები, რომლებიც გორში თბილისიდან ჩავიდნენ, პოლიტიკურად მართულები არიან.

„შვილი მომიკლეს და მე ვარ პოლიტიკურად მართული? შე ნაძირალა, შენ. შენ კაცი კი არა, ჩუჩელა ხარ. ამ მკვლელი ხელისუფლების მონა ხარ და იგივე მკვლელი ხარ. ვინ არის პოლიტიკურად მართული, შენ მართლა პოლიტიკურო მონავ. დაგკლავ ღორივით“, - თქვა სარალიძემ და დავით რაზმაძეს შეაგინა, რასაც საპასუხო გინება მოჰყვა.

დავით რაზმაძემ მოგვიანებით სათემო რადიო „მოზაიკასთან“ განაცხადა, რომ ყველა დანაშაული უნდა გამოძიონ და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, თუმცა ზაზა სარალიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული ადამიანია და მისი არ სჯერა.

„ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ შეუძლიათ ასე მოვიდნენ, სახალხოდ გაგინონ და შენ ხმა არ ამოიღო. შემაგინა და შევაგინე. რომ ლაპარაკობენ დაუსჯელობის სინდრომზე, ეს არ იქნებოდა დაუსჯელობა, მე რომ პასუხი არ გამეცა?“, - განაცხადა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ.

„ქართული ოცნების“ წევრი დავით რაზმაძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 2017 წლის ნოემბერში აირჩიეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]