2017-2018 სასწავლო წელს რვა საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა, მათ შორის სამი მცირეკონტინგენტიანია, ხუთი კი დიდკონტინგენტიანი. რეაბილიტაცია 167 საჯარო სკოლას ჩაუტარდა. ასევე, განხორციელდა 16 სპორტული დარბაზისა და ხუთი მოედნის მოწყობა/რეაბილიტაცია. ამჟამად მიმდინარეობს 27 საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელთაგან 23 ექსპლუტაციაში 2018-2019 სასწავლო წლისთვის შევა.
დღესვე სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებშიც დაიწყო.