„ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ამ გაჭირვების ფონზე, როცა ხალხს არ სთავაზობენ, როცა ხალხს უჭირს, პურის ფული არ აქვს... ამ ხალხს ყოველდღე ვხედავ. ვარშავის აეროპორტში შემხვდნენ რამდენიმე დღის წინ. კბილები არ აქვთ. მუშები ჩამოდიან „ვიზეარის“ რეისით, აი, კბილები არ აქვთ. საშუალოდ 40-45-50 წლის მამაკაცებზეა საუბარი, რომლებიც ორი კაპიკის საშოვნელად ჩამოსულები არიან აქ“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
მისივე თქმით, საქართველოში უკიდურესი გაჭირვებაა. ყოფილი პრეზიდენტის ინფორმაციით, 93 %-ზე მეტი დასაშვებ ნორმებზე ქვემოთ ცხოვრობს, სიღარიბე კი ზუსტად ორჯერ გაიზარდა.
„ამ ფონზე, როდესაც საკონტროლო გასროლას ახდენენ საქართველოს თავში, ყველა ვალდებულია, ეს საკონტროლო გასროლა საკუთარ თავზე მივიღოთ, მაგრამ ის არ მოხვდეს საქართველოს. არ მინდა, ძალიან დრამატულად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს. მე ვარ ძალიან გაბრაზებული, მე ვარ ძალიან დაზაფრული, მაგრამ მე ვარ ასევე ძალიან ოპტიმისტური. ჩვენ დავამარცხებთ მათ 28 ოქტომბერს“, - აღნიშნა სააკაშვილმა.