weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შემხვდნენ სამუშაოდ ჩამოსული ქართველები, რომლებსაც კბილები არ აქვთ – სააკაშვილი

12:10 ორშაბათი, 17 სექტემბერი 2018

ვარშავის აეროპორტში შემხვდნენ სამუშაოდ ჩამოსული ქართველები, რომლებსაც კბილები არ აქვთ, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში. გადაცემაში „კვირის აქცენტები“ სააკაშვილმა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ამ გაჭირვების ფონზე, როცა ხალხს არ სთავაზობენ, როცა ხალხს უჭირს, პურის ფული არ აქვს... ამ ხალხს ყოველდღე ვხედავ. ვარშავის აეროპორტში შემხვდნენ რამდენიმე დღის წინ. კბილები არ აქვთ. მუშები ჩამოდიან „ვიზეარის“ რეისით, აი, კბილები არ აქვთ. საშუალოდ 40-45-50 წლის მამაკაცებზეა საუბარი, რომლებიც ორი კაპიკის საშოვნელად ჩამოსულები არიან აქ“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოში უკიდურესი გაჭირვებაა. ყოფილი პრეზიდენტის ინფორმაციით, 93 %-ზე მეტი დასაშვებ ნორმებზე ქვემოთ ცხოვრობს, სიღარიბე კი ზუსტად ორჯერ გაიზარდა.

„ამ ფონზე, როდესაც საკონტროლო გასროლას ახდენენ საქართველოს თავში, ყველა ვალდებულია, ეს საკონტროლო გასროლა საკუთარ თავზე მივიღოთ, მაგრამ ის არ მოხვდეს საქართველოს. არ მინდა, ძალიან დრამატულად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს. მე ვარ ძალიან გაბრაზებული, მე ვარ ძალიან დაზაფრული, მაგრამ მე ვარ ასევე ძალიან ოპტიმისტური. ჩვენ დავამარცხებთ მათ 28 ოქტომბერს“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]