გუშინ საღამოს, სტალინის ქუჩაზე პოლიციელი ცემეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ინციდენტის დროს ის სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა და საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა.
სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და უკვე გამოკითხულია რამდენიმე ადამიანი. სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.