გულის მუშაობის რითმის დარღვევის შემთხვევში კლინიკაში კარდიოსტიმულატორის (პეისმეიკერის) ინპლანტირების ოპერაცია კეთდება. ასევე, ტარდება დატვირთვის სტრეს ტესტი - „ტრედმილ ტესტი“. ეს არაინვაზიური ტესტია, რომელიც გამოიყენება იმისთვის, რომ გაუჯობესდეს ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ პასუხობს გული სტრესს. კვლევის მსვლელობისას საფეხურებრივად იზრდება დატვირთვა, რის შესაბამისადაც იცვლება ელექტროკარდიოგრამა, არტერიული წნევა და გულის შეკუმშვათა სიხშირე.
კლინიკაში პაციენტების სტენტირებასა და კარდიოსტიმულატორის ინპლანტირებას კარდიო-ქირურგი, პროფესორი შალვა რცხილაძე ახორციელებს.
ექოკარდიოგრაფია გულის ულტრაბგერით კვლევაა, რომლის საშუალებითაც ხდება გულის ღრუების, სარქველებისა და სხვა სტრუქტურების დათვალიერება, გულის კუნთის კუმშვადობისა და ფუნქციური მაჩვენებლების შეფასება. იგი წარმოადგენს რუტინული კვლევის მეთოდს - არის არაინვაზიური, არ გააჩნია რისკ-ფაქტორები და გვერდითი მოვლენები. გამოკვლევებს ექიმი-რადიოლოგი ზაზა გოგოლაძე ატარებს. ტელ: 599 561 130;
ექიმი-კარდიოლოგების საკონტაქტო ინფორმაციაა: დალი ტყეშელაშვილი - 599 921803; ნინო ფურცელაძე - 598 411880; ნათია ქიტესაშვილი - 591 110845; გიორგი მამუკელაშვილი - 593 776776; თინათინ ნარეკლიშვილი - 593 760688.
[R] თელავის ცენტრალური (რაიონული) საავადმყოფო