weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ირანის მოქალაქეებს 3 კილომდე ჰეროინი ფეხსაცმლის ძირებში ჰქონდათ დამალული - შსს

11:28 ოთხშაბათი, 19 სექტემბერი 2018

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირანის 4 მოქალაქე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1982 წელს დაბადებული ა. ჯ.-ს, 1980 წელს დაბადებული რ. ყ.-ს, 1989 წელს დაბადებული ს. ბ.-ს და 1991 წელს დაბადებული ჟ. ყ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, კერძოდ, ფეხსაცმელების ძირებიდან ამოღებულია 2 კილო და 780 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

სამინისტროს მონაცემების მიხედვით, ბოლო ცხრა თვეში, დაკავებულია 143 ნარკორეალიზატორი. 2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ამოღებულია 25 კილოგრამი ჰეროინი, 1 კილო და 500 გრამი კოკაინი, 8990 აბი „სუბოტექსი“ და „სუბოქსინი“, 2 კილო და 100 გრამი „მდმა“, 1 კილო და 200 გრამი ფსიქოტროპული მედიკამენტები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]