weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თუ ეკონომიკურ მდგომარეობას შვებას მისცემს, რატომაც არა – წულუკიანი მარიხუანას ექსპორტზე

12:28 ხუთშაბათი, 20 სექტემბერი 2018

„მესმის, რომ ჩვენთვის, მათ შორის ჩემთვისაც, ამ ქვეყანაში ყველასთვის, ეს თემა ვერ იქნება ის, რომლის მიმართაც ვინმე გულგრილი დარჩება, მაგრამ იმდენად კომპლექსური და მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ყველამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ, რა ჯობს ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის, შევაფასოთ ეკონომიკური შედეგი ამ რეფორმისა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამედიცინო მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებით.

„თუ ყველა ჩავთვლით, რომ ეს ის შედეგია, რომელიც ჩვენი საზოგადოების საკმაოდ შეჭირვებულ ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობას შვებას მისცემს და სახელმწიფო მკაცრი კონტროლის ქვეშ უზრუნველყოფს იმას, რომ შიდა ბაზარზე ეს ნივთიერება არ გავრცელდეს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რატომაც არა“, – აღნიშნა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრს არ მიაჩნია, რომ ამ საკითხზე რაიმე წინასწარ სანერვიულოა ან პანიკის საფუძველი არსებობს.

„მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი იყო ერთადერთი, რომ ჩვენმა ეკონომიკამ, რადგან გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიის სფეროში, დაიკავოს საერთაშორისო ეკონომიკაში გარკვეული ნიშა ან ნიშები, რაც  ქვეყანას შემოსავალს მოუტანს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიხუანას მოხმარებისა და სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად კანაფის კონტროლის შესახებ ახალი კანონპროექტი მთავრობას 12 სექტემბერს წარუდგინა. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მარიხუანას კულტივაცია სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ​ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.

მთავრობის ინიციატივას მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რის გამოც პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა გაურკვეველი ვადით გადადო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის საკითხის განხილვა მაშინ დაიწყება, როდესაც საზოგადოება მეტად იქნება ინფორმირებული. მისივე თქმით, კონსულტაციები საპატრიარქოსთანაც გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]