weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხორბლის გადამზიდავთა აქციაზე მამაკაცი თავის დაწვით იმუქრება

13:10 ხუთშაბათი, 20 სექტემბერი 2018
ფოტო: 1tv.ge ფოტო: 1tv.ge

ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მიმდინარე აქციაზე, სადაც სატვირთო მანქანების მძღოლები ფინანსთა სამინისტროს მიერ ხორბლის გადაზიდვაზე დაწესებულ შეზღუდვას აპროტესტებენ, ერთ-ერთი მძღოლი ბენზინის გადასხმითა და თავის დაწვით იმუქრება. ის ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან შეხვედრას ითხოვს.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და პოლიცია.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ მამაკაცი შენობის სახურავზე გამთენიისას ავიდა. მას ხელებიდან სისხლი სდის, რაც სავარაუდოდ თვითდაზიანებით არის გამოწვეული. მძღოლების ინფორმაციით, მამაკაცს, აქციის სხვა მონაწილეების მსგავსად, ბანკის ვალი აქვს, რომლის დაფარვასაც ვერ ახერხებს.

„ყოველთვიურად 4000 ლარი აქვს შესატანი. გუშინ ურეკავდნენ ბანკიდან, მაგრამ ვერ შეაქვს. ოჯახიდან დაურეკეს - საჭმლის ფული მაინც გამოგვიგზავნეო და ვერც ის გაუგზავნა. თუ მას რამე დაემართება, ეს ყველაფერი უმართავი გახდება და ყველაფერ ვიზამთ, რომ... ხვალ-ზეგ ასეთი რამ ყველა ჩვენგანს შეიძლება დაემართოს“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე „ტვ. პირველთან“ ინტერვიუში.

კიდევ ერთი მძღოლის თქმით, პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა მათ გეგმებში არ შედიოდა: „ხალხის, მძღოლების აბსოლუტური უმრავლესობა თანახმა იყო დათმობაზე წასულიყო. სამინისტროც თანახმა იყო შემხვედრი ნაბიჯები გადმოედგა. 11 საათზე უნდა წავსულიყავით სამინისტროში. მოვედით და ესეთი ამბავი ხდება“,

სატვირთო მანქანების მძღოლები, რომლებსაც საქართველოში ხორბალი შემოაქვთ, რამდენიმე დღეა ლილოში აქციას მართავენ. ისინი ფინანსთა მინისტრის იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც ქვეყანაში ავტოტრანსპორტით ხორბლის შემოტანა იკრძალება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანის აკრძალვა 15 სექტემბრიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა1-ელ ოქტომბრამდე გადავადდა. ფინანსთა სამინისტროში განმარტეს, რომ ეს გადაწყვეტილება ხორბლის გადამზიდავი მეწარმეებისა და მძღოლების თხოვნის გათვალისწინებით მიიღეს. იმ შემთხვევაში, თუ მინისტრის ბრძანება არ გაუქმდება, 1-ლი ოქტომბრიდან საქართველოში ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა-გატანა მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]