დავით თამაზაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2003 წლიდან მუშაობს. იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი დიმიტრი ზურაბიშვილი დაინიშნა, რომელიც 2016 წლიდან ამ დრომდე მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის ტერიტორიულ დეპარტამენტებში ხელმძღვანელები როტაციის ფარგლებში შეიცვალნენ.
ცვლილებები განხორციელდა ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტშიც. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი - მამუკა საღარეიშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა საღარეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს.