weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„რუსთავი 2“–ის მფლობელები: გვარამიას შეუძლია განაახლოს მოვალეობების შესრულება

16:43 კვირა, 11 ივნისი 2017

„რუსთავი 2“-ის აქციების საკონტროლი პაკეტების მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები ტელეკომპანიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

„ბოლო დღეებში, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მიმდინარე პროცესები და განსაკუთრებით, ინფორმაცია ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ. გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა თანამდებობიდან გაათავისუფლეს ნიკა გვარამია, არ შეესაბამება სიმართლეს. ნებისმიერი მინიშნება ამაზე ან არაინფორმირებულობის შედეგია ან მიზანმიმართული სიცრუე. სინამდვილეში, თათბირზე, რომელიც შეეხებოდა ტელეკომპანიაში დაგროვილ ფინანსურ პრობლემებს, ნიკა გვარამიამ თავად განაცხადა, რომ ტოვებდა თანამდებობას, რასაც დამსწრე დამფუძნებლის წინააღმდეგობა არ მოჰყოლია, როგორც არსებული ემოციური ფონის, ასევე იმის გამო, რომ ნიკა გვარამია თავად განიხილავდა წასვლის შესაძლებლობას, რის შესახებაც ვიცოდით როგორც ჩვენ, ასევე ტელეკომპანიის თანამშრომლებმა, რომელთა წინაშეც ეს საჯაროდ იქნა გაცხადებული რამდენიმე კვირის წინ. აღსანიშნავია, რომ თათბირი მოწვეულ იქნა არა დამფუძნებლების, არამედ თანამშრომლების მიერ, ხოლო გიორგი ყარამანიშვილი მასზე მივიდა თათბირის მონაწილეთა თხოვნით.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს გადადგომის შესახებ განცხადება ოფიციალურად არ გაუკეთებია, ნიკა გვარამიას ხვალვე შეუძლია განაახლოს ტელეკომპანიაში თავისი უფლება-მოვალეობების შესრულება. ნიკა გვარამიამ უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოში დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლაში. მისი როლი ივანიშვილისგან „რუსთავი 2“-ის დაცვაში ფასდაუდებელია.

დაბოლოს, ტელეკომპანიის კოლექტივს გვინდა ვაცნობოთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, დამფუძნებლები და გენერალური დირექტორი შეთანხმდნენ კომპანიის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის ერთობლივ გეგმაზე. აუცილებელია ამ გეგმის განუხრელად შესრულება, მენეჯმენტის ხარჯების ოპტიმიზაციისა და კონტროლის გზით, რათა დაუყოვნებლივ განახლდეს ხელფასების გაცემა და კომპანიის მიმდინარე ვალდებულებების შესრულება“, - ნათქვამია განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]