weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარიხუანას ექსპორტის შესახებ კანონპროექტი შესაძლოა პარლამენტიდან გაიწვიონ

16:24 ხუთშაბათი, 20 სექტემბერი 2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მარიხუანას კულტივაციასთან და ექსპორტთან დაკავშირებული კანონპროექტი უკან გაიწვიონ. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას საპატრიარქოსთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.

„ჩვენ გვქონდა მიზანი, რომ სამეწარმეო მიზნებისთვის გამოგვეყენებინა ეს მცენარე და ეს არის ასახული კანონპროექტში, რომელიც არის წარმოდგენილი, თუმცა, თუ არსებობს საზოგადოებაში კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კანონპროექტმა, შეიძლება, წაახალისოს არალეგალური გზით ნარკოტიკების მიმოქცევა არაპირდაპირი ფორმით, ამ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის და თუ ამაში ყველა ერთად დავრწმუნდებით, ამ შემთხვევაში, მოხდება კანონპროექტის გამოწვევა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი არცერთ შემთხვევაში არ იფიქრებს ეკონომიკურ სარგებელზე, თუ ეს საზოგადოებას ზიანს მიაყენებს.

„თუ დავინახავთ, რომ კანონპროექტს მოაქვს ზიანი ან შეიცავს ასეთ საფრთხეს საზოგადოებისთვის, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ ეკონომიკა გვერდით უნდა გადავდოთ. საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია დავადგინოთ ერთი, რომ ზიანს არ იწვევს ეს კანონპროექტი და მეორე - რომ სარგებელიც აქვს ხელშესახები ამ კანონპროექტს. თუ ამაზე ყველა ერთად შევჯერდებით, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მსჯელობის გაგრძელება და ამ კანონპროექტზე ფიქრი. თუ ამაზე ვერ შევჯერდებით, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული გულისხმიერებით მოეკიდოს პატრიარქის პოზიციას.

„მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო პატრიარქის მიმართ, მისი განცხადების და ზოგადად, მისი დამოკიდებულებისთვის, რომელიც გამომჟღავნდა მის ბოლო განცხადებაში, მათ შორის. ის ყოველთვის იღებდა ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც იყო ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებში და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული გულისხმიერებით მოვეკიდოთ პატრიარქის პოზიციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას მოუწოდა, თავი შეიკავონ მარიხუანას კანონპროექტის საკითხზე, ემოციური პოლემიკის გაგრძელებისგან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]