იგივე მიდგომაა ნებისმიერ ორგანოსთან და პათოლოგიასთან. ვიდეოკამერის მიერ ეკრანზე გადაცემული გამოსახულებით ქირურგი მანიპულაციას მართავს.
ლაპაროსკოპიის უპირატესობებია: ოპერაციასთან დაკავშირებული ნაკლები დისკომფორტი, ადრეული რეაბილიტაცია, ნაკლები დღეების გატარება ჰოსპიტალში, ბევრად მცირე ნაწიბური სხეულზე. მიიჩნევა, რომ ზოგიერთ ორგანოსთან მიდგომა და მისი ვიზუალიზაცია ზემოთ აღწერილი მეთოდის საშუალებით უფრო ადვილია.
თელავის ცენტრალურ (რაიონულ) საავადმყოფოში ზოგადი ქირურგიის განყოფილება პაციენტებს სთავაზობს ყველა სახის ლაპაროსკოპიულ ოპერაციას: ნაღველ-კენჭოვანი დაავადების გამო ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა; საყლაპავის ხვრელის თიაქარპლასტიკა; ღვიძლის, მსხვილი ნაწლავისა და თირკმელზედა ჯირკვლის სხვადასხვა დაავადებების ლაპარასკოპიული მკურნალობა.
უმოკლეს ხანში დაინერგება გინეკოლოგიური ოპერაციების მთელ სპექტრი, საკვერცხეების, საშვილოსნოს (მათ შორის სიმსივნური) დაავადებების მკურნალობა.
ჩვენს კლინიკაში ლაპაროსკოპიულ ოპერაციებს ატარებს ქირურგი-ლაპაროსკოპისტი გიორგი ოქროპირიძე (ტელ: 555 215 225), რომელმაც წლების წინ პირველმა დანერგა კახეთის რეგიონში ლაპაროსკოპიური ქირურგია.
[R] თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ინფორმაცია