weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტის ქუთაისის შენობაში პოლიციის რეგიონული ცენტრი განთავსდება

18:11 პარასკევი, 21 სექტემბერი 2018

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის რეგიონული ცენტრის განთავსებას გეგმავს. როგორც ცნობილია, 2019 წლიდან საკანონმდებლო ორგანო მუშაობას თბილისში გააგრძელებს, პარლამენტის შენობა კი შსს-ს გადაეცემა.

შს მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის განცხადებით, პარლამენტის შენობაში განთავსდება: „112“, საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რეგიონული ცენტრი და მომსახურების სააგენტო.

„საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი დღეს მხოლოდ თბილისში არსებობს და „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მოსახლეობას დაახლოებით 50 საპოლიციო სერვისს აწვდის. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ, რომ იგივე მოდელი დავნერგოთ რეგიონებში. მეორე ასეთი ცენტრი, თბილისის შემდეგ, უკვე ქუთაისში იქნება“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

რაც შეეხება პოლიციის რეგიონულ ცენტრში შსს-ს აკადემიის წარმომადგენლობის დაფუძნებას, ნინო ჯავახაძის თქმით, ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან აკადემიაში სწავლა ხელმისაწვდომი გახდება არა მარტო თბილისის, არამედ ქუთაისისა და მთელი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის.

„ჩვენი გეგმაა, რომ ეტაპობრივად გავზარდოთ ყველა ჩვენი პოლიციელის კვალიფიკაცია. სწორედ ამ მიზნით გავაუქმეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უმაღლესი განათლების კომპონენტი და ის უკვე მთლიანად პროფესიულ განათლებაზეა ორიენტირებული, ანუ ეტაპობრივად მოხდება ყველა ჩვენი პოლიციელის მომზადება და გადამზადება. აკადემია, ასევე, იქნება ის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სისტემას ახალი, კვალიფიციური კადრებით. ჩვენ, აგრეთვე, უკვე შევცვალეთ სამსახურში მიღების წესიც და ამ წესით მოხდება ახალი, მოტივირებული კადრების მოზიდვა“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

მისივე თქმით, შემდგომ ეტაპზე ჩნდება შესაძლებლობა, რომ პოლიციელების მოზიდვა მეზობელი ქვეყნებიდანაც მოხდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]