weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

წყალტუბოს საბავშვო ბაღებში 25 ბავშვი მოიწამლა

15:51 შაბათი, 22 სექტემბერი 2018

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის საბავშვო ბაღებში ბავშვები მოიწამლნენ. ქუთაისში, „მედიქალსიტის“ საავადმყოფოში 25 ბავშვი გადაიყვანეს, საიდანაც 11-ს ამ დრომდე მკურნალობენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლის, პაატა იმნაძის განცხადებით, ცნობილია რამდენიმე ბავშვის ანალიზის პასუხი, რომლის მიხედვითაც მათ ნაწლავური ინფექცია აქვთ.

„საქმე გვაქვს შიგელოზთან. ინფექციის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ადრეა. ამ დროისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იკვლევენ ამ საბავშვო ბაღებისთვის მიწოდებულ ყველა პროდუქტს. სადღაც, ვთქვათ, წარმოების დონეზე შესაძლებელია, მოხდეს საკვები პროდუქტის დაბინძურება. თვითონ ბაღებთან ამ შემთხვევაში არ გვაქვს საქმე იმიტომ, რომ ეს სხვადასხვა ბაღში მოხდა. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ რაღაც ეტაპზე რომელიღაც პროდუქტის დაბინძურება შეიძლება მომხდარიყო“, - განაცხადა პაატა იმნაძემ, რომელიც წაყალტუბოში, სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში იმყოფებოდა.

წყალტუბოს საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსის მოადგილის, ნინო კუჭუხიძის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია. 

შიგელოზი ნაწლავის მწვავე ინფექციაა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მისი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა გახდეს  საკვები პროდუქტები, განსაკუთრებით რძე და რძის ნაწარმი, ცუდად გარეცხილი და/ან გაურეცხავი ბოსტნეული და ხილი; არაკეთილსაიმედო წყალი; საყოფაცხოვრებო მოხმარების სხვადასხვა საგანი (ჭურჭელი, სათამაშოები); ბუზები, რომელთაც თავისი სხეულით და ფრთებით ადვილად გადააქვთ შიგელოზის ბაქტერიები.

დაავადების სიმპტომებს შორისაა ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ძლიერი შეტევითი ხასიათის ტკივილით მუცლის არეში. ზოგჯერ ახლავს გულისრევა და ღებინება. განავალი თხიერია, ხშირად ლორწოს შემცველობით, სისხლით და ჩირქით.  დაავადება 2-3 დღიდან 7-9 დღემდე გრძელდება. დაგვიანებული ან არასწორი მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია მწვავე ფორმა გადავიდეს ქრონიკულში ან დაავადებული დარჩეს ბაქტერიამტარებელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]