რადიო „ნორის“ ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა, ყაჩაღებს ნიღბები ეკეთათ და სლოტ კლუბის თანამშრომლებს იარაღით დაემუქრნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. სამართალდამცავებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ყაჩაღობას, ჩადენილს სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.