weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

პოლიციამ ხულოში ეკლესიებისა და მეჩეთის გაქურდვის ფაქტები გახსნა

13:18 კვირა, 23 სექტემბერი 2018

ხულოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1967 წელს დაბადებული მ.თ. ეკლესიების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1999 წელს დაბადებულ თ.გ.-ს მეჩეთის გაქურდვის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.თ.-მ ხულოში მდებარე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმიდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიებში ფანჯრიდან შეაღწია და შესაწირავის ყუთებში არსებული თანხა მოიპარა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

პოლიციამ ხულოს რაიონის სოფელ ბეღლეთში არსებული მეჩეთიდან თანხის და ნოუთბუქის მოპარვის ფაქტიც გახსნა.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]