weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვარდისუბნის ბაზარში თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

16:34 კვირა, 23 სექტემბერი 2018

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, საქონლის ბაზარში დღეს დილით მომხდარი თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი 14 წლის ბავშვია.

დაზარალებულები სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობენ. მათი თქმით, ერთი კვირის წინ კონფლიქტი მეზობელი სოფლის, ვარდისუბნის მცხოვრებლებთან მიწის ნაკვეთის გამო მოუვიდათ. ვარდისუბნელები ნაკვეთიდან ცხვრის გაყვანას სთხოვდნენ, დღეს დილით კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ხელში ხელკეტები ეჭირათ, ერთ-ორს კი პისტოლეტი ჰქონდა. ჩემს სიძეს თავ-პირი დაუმტვრიეს. 5-6 კაცი მცემდა... 14 წლის ბავშვიც ცემეს“, - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის თავდასხმის ფაქტზე მხოლოდ ერთი პირი - 41 წლის დ. ლ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკებისას 32 წლის მამაკაცს პისტოლეტიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც „რეგინფოს“ საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა უთხრა, მათ სამედიცინო დაწესებულება ხელწერილის საფუძველზე უკვე დატოვეს. მისივე თქმით, დაჭრილ მამაკაცს ზედაპირული ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა, დანარჩენებს კი დაჟეჟილობები აღენიშნებოდათ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]